კონტე: “დუომოს ტაძრის გადატანა უფრო მარტივია, ვიდრე მესის “ინტერში” გადმოყვანა”
მილანის “ინტერის” ყოფილმა პრეზიდენტმა, მასიმო მორატიმ, იტალიურ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლეო მესის მამამ “ნერაძურის” მილანური ოფისის მახლობლად სახლი შეიძინა და ამით არგენტინელი სუპერვარსკვლავის შესაძლო ტრანსფერზე გაამახვილა ყურადღება.
“ინტერსა” და “ნაპოლის” შორის დასრულებული მატჩის (2:0) შემდეგ ჟურნალისტებმა ანტონიო კონტეს ჩინურ ტელევიზიაში გაშვებული რეკლამა აჩვენეს, სადაც მილანში მდებარე დუომოს ტაძრის ფონზე მესის ფოტო იყო ჩასმული.
კითხვას, გუნდში მესის ყოლა ერჩივნა თუ ოთხი 50-მილიონიანი ფეხბურთელის ტრანსფერი, კონტემ შემდეგნაირად უპასუხა: “მოვლენების განვითარების ორივე სცენარი შორსაა რეალობისგან.
მე სრულად ვენდობი ჩემ ფეხბურთელებს, რადგანაც ისინი ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან და ამის გარანტი მე ვარ. დუომოს ტაძრის გადატანა უფრო მარტივია, ვიდრე მესის “ინტერში” გადმოყვანა,” -დაამატა იტალიელმა სპეციალისტმა.