კონტე: “იტალიური ფეხბურთი კვდება”

თარიღი: ნოემბერი 20, 2014

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, ადგილობრივი ფეხბურთის შესახებ ისაუბრა.

“თაობათა ცვლის საკმაოდ რთული პერიოდი გვაქვს. ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებიც ნაკრებში ხვდებიან, ყოველთვის სწორი დამოკიდებულება არ აქვთ.

ძალიან ცუდი ვითარებაა, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიური ფეხბურთი კვდება. ახალგაზრდა, ნიჭიერი მოთამაშეების პოვნა ძალიან გვიჭირს” – აცხადებს კონტე, რომლის ხელმძღვანელობითაც იტალიელები საკმაოდ კარგად ასპარეზობენ. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 ტურის შემდეგ მათ აქტივში 10 ქულაა.

 

მსგავსი სიახლეები