კონტე: “მოურინიოს სიტყვები? ამაზე საუბარს არ ვაპირებ”
ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ჟოზე მოურინიოს სიტყვებზე კომენტარის გაკეთებისაგან, რომლის მიხედვითაც ლონდონელები ზედმეტად დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, თავი შეიკავა.
“არ მიყვარს სხვა მწვრთნელების ნათქვამზე კომენტარს როცა ვაკეთებ. ასეთი თამაშები ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. ამას ჩემი გამოცდილების ხარჯზე ვამბობ.
მოედანი პატარაა, რაც ისეთი გუნდების სასარგებლოდ მოქმედებს, რომლებთაც აქცენტი დაცვასა და გრძელ პასებზე აქვთ გაკეთებული. ატმოსფერო ნამდვილად კარგია, რითიც კმაყოფილი ვარ.
რაც შეეხება ჩემპიონატს, ლიგის დასრულებამდე 13 თამაშია დარჩენილი და თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია, აშკარად ცდება.”