კონტემ “ტოტენჰემში” გასტრონომიული რეგულაციები შემოიღო
“ტოტენჰემ ჰოთსპურის” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გუნდში ახალი გასტრონომიული რეგულაციები შემოიღო. როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ იტალიელმა სპეციალისტმა რამდენიმე ფეხბურთელს უთხრა, რომ მათ ზედმეტი წონა აქვთ.
კონტემ “ტოტენჰემში” სავალდებულო გუნდური ლანჩი შემოიღო, მენიუდან მძიმე საკვები, სენდივიჩი, კეტჩუპი და მაიონეზი ამოიღო, ფეხბურთელებს კი მეტი ხილის მიღება დაავალა.
“ტოტენჰემის” მოთამაშეები ნაკლები ხილის წვენი მიეცემათ, კერძების მომზადებისას კი მზესუმზირის ზეთისა და კარაქის რაოდენობა შემცირდება.
შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ “ტოტენჰემ ჰოთსპური” 2 ნოემბერს ჩაიბარა. მხარეებს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2023 წლის ზაფხულამდე აქვს. კონტრაქტი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების შესაძლებლობას იძლევა.
ლონდონურმა გუნდმა კონტეს ხელმძღვანელობით ორი მატჩი ჩაატარა: კონფერენციის ლიგაზე “ტოტენჰემმა” არნემის “ვიტესი” ანგარიშით 3:2 დაამარცხა, პრემიერლიგაში კი “ევერტონთან” უგოლო ფრე ითამაშა.