კონტემ ჟურნალისტებს შეუტია: “დაფიქრდით, სანამ კითხვებს დასვამთ!”
მილანის “ინტერმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგური ეტაპის დასკვნით მატჩში დონეცკის “შახტარი” ვერ დაამარცხა და ჯგუფი ბოლო ადგილზე დაასრულა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე მყოფი ანტონიო კონტე ჟურნალისტების შეკითხვებმა გააღიზიანა.
“ყველას აქვს უფლება თავისი აზრი ჰქონდეს, რასაც პატივს ვცემ. არ ვეთანხმები თქვენ მოსაზრებას, რადგანაც გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. წარმოუდგენელი რამ არის, რომ ბოლო ორ მატჩში, რომელშიც ვდომინირებდით “შახტარზე”, გოლის გატანა ვერ შევძელით.
ყველაფერი ცივი გონებით უნდა გავაანალიზოთ. არ ვთვლი, რომ ფეხბურთელებს მონდომება დააკლდათ. აბსოლუტურად არ გეთანხმებით. ახლა დიდ სინანულს და იმედგაცრუებას განვიცდით, მაგრამ ფაქტია, რომ არც მონდომება გვაკლდა, არც კონცენტრაცია და არც აგრესიულობა.
ერთადერთი, რაც დღევანდელ მატჩში დაგვაკლდა გოლი იყო. უბრალოდ არ გაგვიმართლა მსაჯებთან და ვიდეორეფერისთან. მაგრამ ერთი რამ ყველასათვის ნათელია – გოლებს თუ არ გაიტან, ვერ მოიგებ.
არ ვაპირებ კიდევ ერთხელ ვუპასუხო კითხვას ფეხბურთელების განწყობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
კითხვას, თუ როგორ მოახერხა “ინტერმა” “შახტართან” ორივე მატჩის 0-0 დასრულება მაშინ, როდესაც გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე დონეცკური კლუბი 5-0 გაანადგურეს, კონტემ ანალოგიური ტონით უპასუხა.
“შახტარი” მოდიფიცირებული ტაქტიკებით გამოვიდა ჩვენ წინააღმდეგ, რათა ჩვენი ნეიტრალიზება შეძლებოდა. 5-0 წააგეს და ამიტომაც შეცვალეს მიდგომა. დაფიქრდით, სანამ კითხვებს დასვამთ!”
აღსანიშნავია, რომ კონტე ანა ბილოს კითხვამ გააღიზიანა, რომელიც “პსჟ”-ს დირექტორის, ლეონარდოს, მეუღლე გახლავთ.