კონტეს ანდრე აიუ სურს, გვიდოლინის – ბორხა ბასტონი
ანტონიო კონტემ ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელობას “მარსელის” ყოფილი ფეხბურთელის, ანდრე აიუს გადაბირება დაუსახა. აღნიშნული ტრანსფერის განხორციელება “ლურჯებს” 12 მილიონი ფუნტი დაუჯდებათ.
ანდრე აიუს, რომლის გადაბირების სურვილი “სანდერლენდმაც” გამოთქვა, “ლიბერთი სტედიუმის” დატოვება აქვს განზრახული. უელსელებმა კი უკვე იპოვეს მისი ჩამნაცვლებელი – “ატლეტიკო მადრიდის” ფორვარდი, ბორხა ბასტონი.
23 წლის ბასტონმა გასული სეზონი “ეიბარში” გაატარა არენდის წესით. “ეიბარის” რიგებში ესპანელმა შემტევმა 16 გოლის გატანა მოახერხა გასულ სეზონში.
მისმა ასეთმა კარგმა ასპარეზობამ ფრანჩესკო გვიდოლინის ყურადღება მიიპყრო, რომელიც მზად არის 4.5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს მის სანაცვლოდ.