კონტეს მორატა მოუნდა
უკანასნელ პერიოდში გავრცელდა ხმები იმის შესახებ, რომ ლონდონის “ჩელსის” მთავარ მწვრთნელსა და დიეგო კოშტას შორის კონფლიქტია. ამან ეჭვქვეშ დააყენა “არისტოკრატების” თავდამსხმელის ლონდონური მომავალი.
Calciomercato იტყობინება, რომ იტალიელმა სპეციალისტმა უკვე დაიწყო სხვა ფორვარდის ძებნა. შესაძლოა, კოშტა სულაც არ წავიდეს და კონტემ ალვაროთი, უბრალოდ, შეტევა კიდევ უფრო გააძლიეროს. ფაქტია, რომ ანტონიოსა და “ბლანკოსის” თავდამსხმელს შორის უკვე შედგა კონტაქტი.
მორატა “იუვენტუსიდან” გასულ ზაფხულს დაბრუნდა “რეალში”. იგი ნამდვილად არაა ძრითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი. პრიმერა დივიზიონში 24 წლის ფეხბურთელმა 12 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოლიც გაიტანა.
ტრანსფერის განხორციელებას ისიც ართულებს, რომ “თეთრებს” სატრანსფერო ბანი აქვთ და ამ ზამთარში, თუ მორატას გაუშევებენ, მის შემცვლელს ვერ დაიმატებენ.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუ გუდნდიდან კოშტა წავა.