კოპა ამერიკა მასპინძელთა გამარჯვებით გაიხსნა
სანტიაგოს ნაციონალურ სტადიონზე 2015 წლის კოპა ამერიკას პირველი შეხვედრა შედგა. ა ჯგუფში ჩილელებმა ეკვადორის ნაკრებს უმასპინძლეს და კონტინენტის საშინაო პირველობის სასტარტო შეხვედრაში გამარჯვებაც მოიპოვეს.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ყველაზე სინტერესო მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. 67-ე წუთზე ანგარიში ჩილელთა ლიდერმა, არტურო ვიდალმა 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. 84-ე წუთზე კი ალექსის სანჩესის გადაცემით თავი ვარგასმა გამოიჩინა, რომელმაც საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2:0.