კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა
ესპანეთში კოპა დელ რეის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა. როგორც ცნობილი ხდება, მერვედფინალები 26-28 იანვარს გაიმართება.
საგულისხმოა, რომ კოპა დელ რეის უკვე გამოეთიშა ორი გრანდი მადრიდის “რეალისა” და “ატლეტიკოს” სახით. “რეალის” მძლეველი “ალკოიანო” მერვედფინალში საკუთარ კედლებში ბილბაოს “ატლეტიკს” დაუხვდება. “ბარსელონა” კი “რაიო ვალეკანოს” ეწვევა.
მერვედფინალური ეტაპის წყვილები ასე გამოიყურება:
“ალკოიანო” – “ატლეტიკი”
“ნავალკარნერო” – “გრანადა”
“ჟირონა” – “ვილიარეალი”
“რაიო ვალენკანო” – “ბარსელონა”
“ალმერია” – “ოსასუნა”
“ვალიადოლიდი” – “ლევანტე”
“სევილია” – “ვალენსია”
“ბეტისი” – “რეალ სოსიედადი”
🔴 EN DIRECTO | ¡¡Estos son LOS CRUCES de los octavos de final de la #CopaDelRey!!
🙌🏻 ¡¡Mucha suerte a todos los equipos en la siguiente ronda!!
🆚 La eliminatoria, a partido único, se celebrará los días 26, 27 y 28 de enero.#LaCopaMola🏆 pic.twitter.com/OfJdLd0j3Y
— RFEF (@rfef) January 22, 2021