“კორინთიანსის” ფეხბურთელები გაფიცვას აპირებენ
ბრაზილიური “კორინთიანსის” მოთამაშეები, ფანებთან მომხდარი ინციდენტის გამო გაფიცვას აპირებენ და საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ კლუბის ბაზას გულშემატკივრები თავს დაესხნენ.
“ჩვემ, “კორინთიანსის” მოთამაშეები უსაფრთხოების გარანტიებს ვითხოვთ, რათა მშვიდ ვითარებაში შეგვეძლოს მომზადება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმებს მივმართავთ” – ნათქვამია ფეხბურთელების განცხადებაში.