კორინთიანსმა 22 წლის კოლუმბიელი დაიმატა
ბრაზილიურმა “კორინთიანსმა” კონტრაქტი 22 წლის კოლუმბიელ ფოვარდთან, სტივენ მენდოსასთან გააფორმა.
კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით ხელშეკრულება ოთხწლიანია. მენდოსა კი ახალ სეზონის წინ გუნდის პირველი შენაძენი გახდა.
“კორინთიანსამდე” მენდოსას კოლუმბიურ კლუბებში და ასევე ინდურ “ჩენნაინშიც” უთამაშია.
“კორინთიანსი” 2015 წელს ბრაზილიის ღირსებას ლიბერტადორესის თასზე დაიცავს.