კორკმაზი: “ეს ქუჩური ჩხუბივით იყო – ამას არავის გავუტარებდი”
თურქეთის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერი ფურან კორკმაზი დუდა სანაძესთან მის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
“თქვენ მხოლოდ მცირე ნაწილი ნახეთ, რაც მოხდა. ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და მან უღირსი საუბარი დაიწყო. მე არავის მივცემ ამის საშუალებას”
“ეს, ზოგადად თამაშის ნაწილია, როცა ვიღაცას რაღაცას ეტყვი და უკან სათქმელს დაუბრუნებ ან არა, მაგრამ ეს ის მომენტი არ იყო, რომ რამე გამეტარებინა. ვუპასუხე, როგორც ადამიანმა, მოთამაშემ და კაცმა.”
“როცა გვირაბში გავდიოდი, ჩვენი მასაჟისტი იყო ჩემთან ერთად იყო. როცა გავედი გვირაბიდან და გასახდელში უნდა მივსულიყავი, 3 ქართველი კალათბურთელი დავინახე ორ დაცვის წევრთან ერთად ჩვენკენ მორბოდნენ და დავიწყეთ ერთმანეთისთვის მუშტების დარტყმა. როგორც, ძირითადად ხდება ხოლმე”
“ეს ქუჩური ჩხუბივით იყო. არანაირი საუბარი. ხალხი დასარტყმელად მოვიდა და ჩვენც, რა თქმა უნდა, თავის დაცვა ვცადეთ – ზუსტად ისე, როგორც ყველა ეცდებოდა. მე ვფიქრობ, უსაფრთხოების პრობლემაა. არ ვიცი, უსაფრთხოების პრობლემაა თუ უფრო მეტი ტოლერანტობა მათი კალათბურთელების მიმართ გამოავლინეს.”
“მესმის, ისინი სახლში არიან, მაგრამ ეს ყოვლად მიუღებელია. რაც ხდება მოედანზე, კარგი, მაგრამ უფრო მეტი უნდა ვილაპარაკოთ მოედნის გარეთ” – განაცხადა კორკმაზმა.
კორკმაზსა და სანაძეს შორის დაპირისპირებას ორივეს გაძევება მოჰყვა. სანაძემ მატჩის შემდეგ შემდეგი განაცხადა:
“მე ვუთხარი, რომ სულელური ჯარიმა იყო და სიტუაციას დაძაბვა არ ღირდა, თუმცა მან განსხვავებული რეაქცია გამოავლინა. მალევე ერთმანეთის პირისპირ ვიყავით და გაშველებისას დამიყვირა, რომ გასახდელში მნახავდა. ძალიან ცუდი რამ მოხდა, თან მეგობარი ქვეყნები ვართ, თუმცა იმ მომენტში ემოციები მძლავრობდა”
საქართველოს ნაკრებმა თურქეთის ნაკრები 88-83 დაამარცხა.
— Sports Videos (@euroleaguevideo) September 4, 2022