კორონავირუსის 0 შემთხვევა – რა მდგომარეობაა ეროვნულ ლიგაში?
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით, ეროვნული ლიგის გუნდებს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდათ.
ეროვნული ლიგა 25 ივნისს “საბურთალო” – “დინამო თბილისის” მატჩით განახლდება და ორივე გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო და სამედიცინო შტაბის წევრები Covid 19-ზე შეემოწმნენ. საბედნიეროდ, არცერთი დადებითი შედეგი არ დაფიქსირებულა.
უშუალოდ მატჩის გამართვამდეც 1 დღით ადრეც შეემოწმებიან კლუბები.