კორონავირუსის გამო, საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩები გადაიდო

თარიღი: მარტი 11, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატი 1 აპრილამდე შეჩერდება.

ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ამის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა:

“მსოფლიოში და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1 აპრილამდე შეჩერების თაობაზე. ფეხბურთის ფედერაციის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები