“კორუფცია, ბინძური ფული, მონობა – მიესალმეთ კატარელებს!” – “ლიონის” ფანები
საფრანგეთის ლიგა 1-ის 30-ე ტურის მატჩში “ლიონი” საკუთარ კედლებში “პარი სენ-ჟერმენს” მიიღებს. მატჩამდე ერთი დღით ადრე ლიონის ცენტრში ადგილობრივმა ფანებმა ბანერი გამოფინეს.
“კორუფცია, ბინძური ფული, თანამედროვე მონობა… მიესალმეთ კატარელებს!” – ვკითხულობთ ქალაქის ცენტრში გამოფენილ კანვასზე.
ეს ბანერი, სავარაუდოდ, კატარის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის გამოძახილი გახლავთ. როგორც იცით, კატარი მსოფლიო ჩემპიონატის სტუმრობისთვის ემზადება.
მუნდიალისთვის საჭირო კონსტრუქციების მშენებლობის პროცესში არაერთი მიგრანტი მუშა გარდაიცვალა, რის გამოც მუნდიალს ბოიკოტი გამოუცხადა გერმანული ფანებისა და ნორვეგიული კლუბების ასოციაციამ.
რაც შეეხება უშუალოდ ლიგა 1-ის სატურნირო მდგომარეობას, საფრანგეთის ჩემპიონატის 29 ტურის შემდეგ “ლიონსა” და “პსჟ”-ს 60-60 ქულა აქვთ დაგროვილი და სამი ქულით ჩამორჩებიან ლიდერ “ლილს”.