კოშტა “ლივერპულის” წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს
“ჩელსის” პორტუგალიელმა მწვრთნელმა ჟოზე მოუეინიომ განაცხადა, რომ დიეგო კოშტა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში არ გამოიძახეს, შაბათს “ლვიერპულის” წინააღმდეგ პირველივე წუთებიდან ითამაშებს.
ესპანეთის სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა დიეგო დაესვენებინა და ამ მიზნით, ევრო 2016–ის საკვალიფიკაციო მატჩებში არ გამოიძახა. მოურინიო ძალიან გახარებულია, რომ კოშტა ტრავმისგან განიკურნა.
“ის ფორმაშია და მზად არის ითამაშოს. იმედი მაქვს თამაში მისთვის წარმატებული გამოდგება და ყველაფერი კარგად ჩაივლის. მოხარული ვარ, რომ მას დასვენების უფლება მისცეს და ნაკრებში არ გამოიძახეს.”
“როგორც თქვენ ნახეთ, ჩემპიონთა ლიგის მატჩში არც თუ ისე კარგი შედეგი დავდეთ, მე 45 წუთი უნდა გამომეყენებინა.”
“ვფიქრობ დიეგო პირველივე წუთებიდან ითამაშებს. ის სამუშაოს შეასრულებს, მაგრამ მას ნაკრებში თამაში არ შეუძლია.”–განაცხადა პორტუგალიელმა