კოშტა: “თუ ლონდონელები ჩემს გაშვებას გადაწყვეტენ, იციან რომელ კლუბშიც მინდა თამაში”
დიეგო კოშტამ კატეგორიულად უარყო ინფორმაცია ჩინურ ან ამერიკულ კლუბებში გადასვლის შესახებ და აღნიშნა, რომ “ჩელსის” მხოლოდ მისი ყოფილი კლუბის, “ატლეტიკოს” გამო თუ დატოვებს.
“ვიცი, რომ “ჩელსი” ფეხბურთელების გაყიდვას აპირებს. მე მათ უკვე ველაპარაკე ამ თემასთან დაკავშირებით. კონტრაქტის მიხედვით ორი წელი მაქვს დარჩენილი და არ ვაპირებ სადმე სხვაგან წავიდე, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ასე უნდათ. მე მხოლოდ ევროპულ კლუბში თუ გავცვლი “ჩელსის”. სხვა შემთხვევაში კი კონტრაქტს არ გავწყვეტ.
კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს და აქიდან წასვლის არანაირი სურვილი არ მაქვს. თუ მწვრთნელს ჩემდამი ნდობა გაუქრება, ან სხვა თავდამსხმელს მისცემს ადგილს, კლუბიდან წასვლა მომიწევს. მაგრამ მე მხოლოდ იქ წავალ, სადაც მინდა.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომელია ჩემი საყვარელი კლუბი, აქ დასამალი არაფერია.
არ მინდა ესპანეთის გარდა სხვა ქვეყანაში თამაში, ამას მირჩევნია აქ დავრჩე. თუ კლუბი ჩემს გაშვებს გადაწყვეტს, იციან სადაც მინდა თამაში,” – აცხადებს კოშტა.