კოშტამ, პედრომ და კონტემ პრემიერ ლიგის ჯილდოები მოიგეს
დღეს ცნობილი გახდა, რომ ლონდონის “ჩელსის” დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ გასული – ნოემბრის – თვის, პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მოიგო. საგულისხმოა, რომ იტალიელი სპეციალისტის დამოძღვრილმა გუნდმა წინა თვეში ინგლისის ჩემპიონატში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე მოიგო. არისტოკრატებმა ხუთ ნოემბერს “ევერტონს” ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს, დაახლოებით ორ კვირაში, სტუმრად დაუპირისპირდნენ “მიდლსბროს” და მინიმალური” ანგარიშით სძლიეს აიტორ კარანკას შეგირდებს, ხოლო, 26-ში კი “ლურჯებმა” თავიანთ მოედანზე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხეს “ტოტენჰემი”.
დიეგო კოშტამ პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მოიგო. მან “ევერტონსა” და “მიდლსბროს” გაუტანა, ხოლო “სპურსების” წინააღმდეგ შევხერდაში ვიქტორ მოზესი მოამარაგა საგოლე პასით.
რაც შეეხება პედროს, ესპანელს თვის საუკეთესო გოლის გატანისთვის ხვდა ჯილდო წილად.