კოულმენი: “დევიდ ბექჰემმა ჩემი წერილები დააიგნორა”

თარიღი: ნოემბერი 7, 2019

უელსის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ქრის კოულმენი, აღიარებს, რომ დავიდ ბექჰემის კლუბის ჩაბარება სურს. შეგახსენებთ, რომ 49 წლის სპეციალისტს ესპანეთში, საბერძნეთსა და აზიაში მუშაობის გამოცდილება აქვს.

“მინდა კვლავაც წავიდე საზღვარგარეთ სამუშაოდ. MLS-ში მუშაობით ნამდვილად ვარ დაინტერესებული, თუმცა იქ მოხვედრა ძალიან რთულია, რადგანაც ძალიან მზარდ ჩემპიონატს წარმოადგენს.

დავიდ ბექჰემს რამდენიმე წერილი გავუგზავნე, თუმცა მან ეს დააიგნორა და არ უპასუხია.

ევროპაში 5-6 მწვრთნელია, რომელსაც აქვს პატივი და ავტორიტეტი, რომ თავად აირჩიოს კლუბი, რომელშიც იმუშავებს. მე მათ შორის არ ვარ,” – აცხადებს კოულმენი.

მსგავსი სიახლეები