კოუტინიო და ჰენდერსონი „ბეშიქთაშთან“ ვერ ითამაშებენ
„ლივერპული“ „ბეშიქთაშთან“ ევროპის ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩს დანაკარგით ხვდება. ხსენებულ შეხვედრაში მერსესაიდელებს ნახევარმცველები ფილიპე კოუტინიო და ჯორდან ჰენდერსონი ვერ დაეხმარებიან. როგორც ცნობილია, ორივე ფეხბურთელი ახლაც ტრავმირებულია.
გარდა ამისა, „წითლების“ შემადგენლობაში ვერც გლენ ჯონსონი და მამადუ სახო ითამაშებენ.