კოუტინიო: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, მის გვერდით თამაში დიდი პატივია”

თარიღი: აპრილი 15, 2018

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა ახალწვეულმა, ფილიპე კოუტინიომ პრესასთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მესის გვერდით თამაშის მნიშვნელობაზეც.

“მართალია, ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვთამაშობ, მაგრამ ძალიან მინდოდა, ჩვენ მოგვეგო. გული დამწყდა, ასე რომ გამოვვარდით. მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც გუნდი.

ადაპტაციის პერიოდს ვასრულებ, ნელნელა ვეჩვევი ახალ ფუნქციებს. ყოველთვის ვამბობდი, რომ “ბარსელონაში” ყველაფერი სხვანაირად არის. ჩემს სტილში გარკვეული ელემენტების შეცვლა მიწევს.

რაც შეეხებე ლეო მესის, ჩემი აზრით, ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მის გვერდით თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივია,” – აცხადებს “ლივერპულის” ყოფილი ფეხბურთელი.

მსგავსი სიახლეები