კოუტინიოს “ნოუ კამპზე” დაუსტვინეს

თარიღი: აპრილი 21, 2019

20 აპრილს, ესპანეტის ჩემპიონატის 33-ე ტურში კატალონიის “ბარსელონა” საკუთარ მოედანზე “რეალ სოსიედადს” დაუპირისპირდა და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

72-ე წუთზე, როცა ვალვერდემ თამაშში კოუტინიო ჩართო, ესპანური გამოცემა “მარკას” ცნობით, “ნოუ კამპის” ტრიბუნებზე მყოფმა გულშემატკივართა ნაწილმა ბრაზილიელ შემტევს დაუსტვინა. ამის მიზეზი ჩემპიონთა ლიგაზე, “მანჩესტერ იუნაიტედის” კარში გატანილი გოლის შემდეგ კოუტინიოს ჟესტი იყო.

შეგახსენებთ, რომ ლა ლიგის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი.

მსგავსი სიახლეები