კოვაჩი: “ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ დავიდ ალაბას მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თავისი შესაძლებლობების სრულფასოვნად წარმოჩენა.
გერმანულ პრესასთან საუბრისას დავიდ ალაბამ აღიარა, რომ კლუბის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს – “ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამას დრო გვიჩვენებს.
პრემიერ ლიგას ძალიანკარგად ვიცნობ, რადგანაც ახალგაზრდობაში ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ინგლისის ჩემპიონატს. “არსენალის” ფანი ვიყავი, პატრიკ ვიეირა კი ერთ-ერთი ჩემი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო. ამ მომენტში ამაზე ბევრს არ ვფიქრობ.”
ნიკო კოვაჩი ალაბას კომენტარს ასე გამოეხმაურა: “დავიდს მსოფლიოს ნებისმიერ კლუბში შეუძლია თამაში. თუმცა გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ახალი კლუბი მოტივაციის დიდი წყარო იქნება.”