კოვაჩიჩი: “იკარდის ჩვენი დახმარება შეუძლია, თუმცა ბენზემა მსოფლიოში საუკეთესოა”
მადრიდის “რეალი” ამ სეზონში ძველებურად შეხვედრებს ვეღარ იგებს. “ბლანკოსი” ბევრ მომენტს ქმნის, თუმცა გადამწყვეტ ფაზაში სათანადოდ ვერ გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ბევრმა საფეხბურთო ექსპერტმა თუ ჟურნალისტმა მადრიდულ გრანდს სხვადასხვა თავდამსხმელი დაუკავშირა. ერთ-ერთი ასეთი მაურო იკარდია, რომელის თანაგუნდელიც მილანის “ინტერში” “რეალის” ამჟამინდელი ნახევარმცველი, მატეო კოვაჩიჩი იყო.
ხორვატმა აღნიშულ თემაზე ისაუბრა.
“იკარდისთან ერთად მითამაშია. ის მშვენიერი თავდამსხმელია, რომელიც ბევრ გოლს იტანს. თუმცა, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსმხელი გვყავს, რომლის სახელიც კარიმ ბენზემაა. მაურო მართლაც სასარგებლოა და ჩვენი დახმარება შეუძლია, თუმცა მის ყიდვაზე ვერაფერს ვიტყვი.”
მატეომ გუნდში საკუთარ როლზეც გაამახვილა ყურადღება.
“ვფიქრობ, შემიძლია, ჩამშლელის პოზიციაზე ვითამაშო. მინდა, მოწინააღმდეგის შეტევების შეჩერებაში მივიღო მონაწილეობა. მე სეზონი კარგად დავიწყე, თუმცა ტრავმამ ხელი შემიშალა. მაგრამ, კიდევ შემიძლია, სარგებლის მოტანა. ნაბიჯ-ნაბიჯ ძალები მემატება – მსურს, ისეთივე მნიშვნელოვანი როლი მქონდეს, როგორც სეზონის დასაწყისში.”
“ვფიქორბ, ჩვენი შემადგენლობა პრობლემა არაა. ევროპაში საუკეთესო კოლექტივი გვყავს. ზოგი კარგი და ზოგიც ცუდი მატჩი ჩავატარეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ვნახოთ, როგორ დასრულდება სეზონი,” – აცხადებს მატეო.