კოვაჩიჩი: “სეზონში ათი გოლი მჭირდება”
მილანის “ინტერის” ნახევარმცველი მატეო კოვაჩიჩი აცხადებს, რომ მას სეზონში ათი გოლის გატანა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში უკვე 45 მატჩი დაუგროვდა, თუმცა მის ანგარიშზე ჯერ-ჯერობით არცერთი გოლია.
“უნდა ითქვას, რომ ხშირად თამაშს ჩემს თავზე არ ვიღებდი და გოლის გატანა როცა მე შემეძლო, პასს თანაგუნდელს ვაძლევდი. ახლა, ვფიქრობ, უნდა შევიცვალო. სეზონში ათი გოლის გატანა მჭირდება”, – ამბობს კოვაჩიჩი.