კოვაჩიჩის მიღწევა მადრიდის “რეალში”
გუშინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში ვარშავის “ლეგიამ” მადრიდის “რეალი” მიიღო და მეტოქესთან ფრე – 3-3 გააგორა. აღსანიშნავია, რომ მადრიდელები წაგებას მატეო კოვაჩიჩმა გადაარჩინა: სწორედ მან გაიტანა 85-ე წუთზე მესამე გოლი და ანგარიში გაათანაბრა.
საგულისხმოა, რომ კოვაჩიჩი სხვა რამითაც გამოირჩა ნახსენებ მატჩში. ხორვატმა მოთამაშემ 88 პასი გააკეთა, საიდანაც 85 ზუსტი იყო. ეს მისი საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელია პასების მხრივ მადრიდის “რეალში”.