კრანჩარი: “მიუხედავად ცუდი სტარტისა, მაინც გავიმარჯვეთ”
დღეს ზაგრებში, “ჩემპიონთა ლიგის” მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში თბილისის “დინამო” ადგილობრივ “დინამოსთან” ანგარიშით 2:0 დამარცხდა. მატჩის შემდეგ ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა მედიასთან ისაუბრა.
“შეხვედრა ძალიან ცუდად დავიწყეთ. განსაკუთრებით, პირველი 15 წუთი სათანადოდ ვერ ვაცნობიერებდით, რა ხდებოდა მოედანზე. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს, ნელ-ნელა თამაში დავაწყვეთ და ორი გოლის გატანა შევძელით. სწორედ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი მატჩში.”
“მეორე ნახევარი უკეთესი გვქონდა. შევქმენით 2-3 რეალაური მომენტი, მაგრამ არ გაგვიმართლა. საბოლოო ჯამში, შედეგით კმაყოფილი ვარ. განმეორებითი თამაშის წინ საგრძნობი უპირატესობა გვაქვს. დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ბიჭებსა და იმ საზოგადოებას, რომელმაც დღეს მოედნაზე ჩვენს მიმართ ტაში არ დაიშურა,” განაცხადა ხორვატების მწვრთნელმა, ზლატკო კრანჩარმა.