“კრასნოდარმა” რუსეთის თასზე “სპარტაკი” დაამარცხა; ოქრიაშვილმა ძირითადიდან დაიწყო
დღეს რუსეთის თასის 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა.
ერთ-ერთ მატჩში “კრასნოდარი” სტუმრად ნალჩიკის “სპარტაკს” დაუპირისპირდა. შეგახსენებთ, რომ “კრასნოდარში” თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს. ქართველი ფეხბურთელი ამ დაპირისპირებაში ძირითად შემადგენლობაში იყო.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლი არ გასულა.
მეორე ნახევარში ანგარიში “ოქრის” გუნდმა გახსნა. სტუმართაგან თავის გამოჩენა 48-ე წუთზე არიმ შეძლო. 86-ზე ლაბორდემ მისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. მატჩი, საბოლოოდ, 0-2 დასრულდა თორნიკეს კლუბის გამარჯვებით. ქართველმა საგოლე პასი მიითვალა. “კრასნოდარი” 1/8 ფინალში გავიდა.