“კრასნოდარში” ოქრიაშვილის დებიუტი შედგა!

თარიღი: სექტემბერი 18, 2016

დღეს რუსეთის პრემიერ ლიგის მეშვიდე ტურში ორი შეხვედრა ჩატარდა.

ერთ-ერთ მატჩში ერთმანეთს “კრასნოდარი” და ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე “როსტოვი” დაუპირისპირდნენ. საბოლოოდ, “კრასნოდარმა” თამაში, ანგარიშით, 2:1 მოიგო.

ეს მატჩი ჩვენთვის იმით იყო საინტერესო, რომ გამარჯვებული გუნდის რიგებში ქართველი ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების წევრი მოედანზე მე-60 წუთზე შევიდა ებუე კოუასის მაგივრად და სათამაშოდ სრული ნახევარი საათი მიეცა.

ნახსენები მოგების შემდეგ, “კრასნოდარი” 11 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები