კრასნოდარში ორი გუნდით
რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურში საქარტველოდან კრასნოდარში ორი ნაკრებით გაემგზავრებიან – საქართველო XV 15 მარტს კრასნოდარში ბორჯღალოსნებთან ერთად გაემგზავრება და პირველი ნაკრებების მატჩამდე 1 დღით ადრე რუსეთის ‘ა’ დაუპირისპირდებიან.
საქართველო XV, რომელიც დიდი 10-ის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, პირველად შარშან ზაფხულში შეიკრიბა და „ზაფხულის თასზე“ არგენტინა XV 23:22 დაამარცხა, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩში კი, გამარჯვება სტუმრებს დარჩათ – 20:18.
წელს ბესიკ ხამაშურიძე გუნდს პირველად შეკრებს, მარტყოფის სარაგბო ბაზაზე შეკრებაზე 10 მარტს შეიყვანს და მოსამზადებლად 5 დღე ექნება.
საქართველო XV-ის გაფართოებული შემადგენლობა 12 მარტს დასახელდება.
„ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო XV-ში მხოლოდ დიდი 10-ის მორაგბეებმა ითამაშონ. მივდივართ რუსეთის „ა“ ნაკრებთან სათამაშოდ. შეხვედრა 16 მარტს, კრასნოდარში „ტრუდის“ სტადიონზე ჩვენი დროით 16 საათზე დაიწყება და მისი ინტერნეტ-ტრანსლიაცია იგეგმება.“ – განაცხადა საქართველო XV-ის მენეჯერმა ლექსო იორდანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო XVთბილისში ორ მატჩს გამართავს ინგლისის საგრაფოების ნაკრების წინააღმდეგ ივნისში.
rugby.ge