კრაუჩი: “რონალდოსთან ფოტოს გადაღების შანსი მქონდა, მეგონა, ის მიცნობდა…”
“ლივერპულისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს სთხოვეს დაესახელებინა, ვისთან ერთადაც თავდასხმის დუეტს შექმნიდა. ვეტერანმა ინგლისელმა ბრაზილიელი რონალდო გამოარჩია.
“ვისთან ერთად ვითამაშებდი? რთულია! დენის ბერგკამპი განსაკუთრებული იყო, თუმცა ჩემი დიდი სურვილი ბრაზილიელ რონალდოსთან ერთად თამაში იყო. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი და ჩემი სტილი ერთმანეთს კარგად შეეწყობოდა, მაგრამ მასთან ერთად 90 წუთით თამაში ჩემ ცხოვრებას შეცვლიდა.
ერთხელ, როცა იბიცაზე ვიყავი, რონალდო პლაჟზე დავინახე. ის ლუდს მიირთმევდა. როცა ერთ ბოთლს დაცლიდა, სუპერმოდელს მეორე მოჰქონდა. მასთან ფოტოს გადაღების კარგი შანსი მქონდა და რა თქმა უნდა, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვი. მეგონა, მეტყოდა: “ო, შენ კრაუჩი ხარ!” თუმცა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, ვინ ვიყავი. ფოტო გადავიღე და მისგან ისე წამოვედი, თითქოს, ფეხბურთელიც კი არ ვიყავი”, – ციტირებს პიტერ კრაუჩის სიტყვებს “დეილი მეილი”.