კრაუჩის მიღწევა
ინგლისის პრემიერლიგის 23-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “ევერტონს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში მასპინძელთა ტანმაღალმა ფორვარდმა პიტერ კრაუჩმა გახსნა.
ინგლისელი თავდამსხმელი პრემიერლიგის ისტორიაში 26-ე ფეხბურთელი გახდა, რომელსაც ტურნირზე ასი გოლი აქვს გატანილი. 36 წლის კრაუჩი მათ შორის ყველაზე ხანდაზმულია. მანამდე პრემიერლიგაში ასი გოლის გამტან ყველაზე მხცოვან ფეხბურთელად “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი რაიან გიგზი ითვლებოდა, რომელმაც საიუბილეო გოლი 35 წლისა და 364 დღის ასაკში გაიტანა.