კრის კოულმენი: “არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით – აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია!
9 ოქტომბერს უელსის ნაკრები საკუთარ მოედანზე საქართველოს ეროვნულ გუნდს მიიღებს.
საგულისხმოა, რომ ამ ნაკრებებს შორის აქამდე 3 შეხვედრა გაიმართა და ქართველებმა სამივე მოიგეს. გამოსარჩევი იყო 1994 წლის 16 ნოემბრის გამარჯვება, როცა ჩვენებმა ბრიტანელებს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანეს. ამ შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში იყო უელსის ნაკრების ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, კრის კოულმენი.
ბრიტანელმა სპეციალისტმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩის წინ პრესკონფერეცია გამართა.
“ავსტრიასთან მატჩი ფრედ დავასრულეთ; ვენაში მწარე გამოცდილება მივიღეთ. კიდევ უფრო დავწრმუნდი, რომ საკუთარ თავს შენი თამაშის ხარისხით ხდი ფავორიტს. ჩვენ ავსტრიაში ეს ვერ შევძელით. ასპარეზობის გამო, სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ.”
“რაც შეეხება საქართველოსთან დაპირისპირებას, ვთვლი, რომ ყველა მხირვ მზად ვართ. რემზის ამბავს შეგუებულნი ვიყავით, თუმცა ახლა ჯო ალენიც დაგვიზიანდა. ექიმებმა მას გამოკვლევა ჩაუტარეს და გვირჩიეს, რომ გარისკვა არ ღირს; თუ ალენმა მომდევნო კვირაში ექიმის მითითებები შეასრულა, რეაბილიტაციას სწრაფად გაივლის და პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში “სტოკის” მაისურით “სანდერლენდის” წინააღმდეგ უპრობლემოდ ითამაშებს.”
“მიუხედავად დანაკლისებისა, თავს ძლიერად ვთვლით – ჩვენ ერთიანი, შეკრული გუნდი ვართ, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა გამარჯვებისთვის.”
“არ აქვს მნიშვნელობა, ვის ვეთამაშებით. აუცილებელია მაქსიმალური კონცენტრაცია და 3 ქულისთვის ყველაფრის გაკეთება!”
“ბოლო წლებში უელსის ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა და, აქედან გამომდინარე, ახლა გუნდები უფრო დიდი ყურადღებით გვეთამშებიან, გვიკეტავენ ზონებს. უფრო რთულია, ცარიელი ადგილების მოძებნა და იქედან შეტევების განხორციელება. მიუხედავად ამ დაბრკოლებისა, ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთ და მივაღწიოთ წარმატებას,” – განაცხადა კოულმენმა.