კრის კოულმენი: “იმედგაცრუებულები ვართ”
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრა გაიმართა უელსის ნაკრებსა და საქართველოს ეროვნულ გუნდს შორის. მატჩი, ანგარიშით, 1-1 დასრულდა.
თამაშის შემდეგ ბრიტანელთა მთავარმა მწვრთნელმა, კრის კოულმენმა პრესკონფერენცია გამართა.
“სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო სუფევდა, შეხვედრაც ძალიან კარგად დავიწყეთ. გოლი გავიტანეთ და ეს უპირატესობა უნდა გამოგვეყნებინა, თუმცა, სამწუხაროდ, შემდეგ მოვეშვით, რის გამოც დავისაჯეთ. მეორე ტაიმში იყო იმის შანსი, რომ წაგვეგო.”
“ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ. 4 დღეში 2 შეხვედრა გვქონდა, რაც მარტივი არაა. თუმცა, ამ ყველაფერს უნდა შევეგუოთ და ასეთ სიტუაციებშიც უნდა ვეცადოთ ას პროცენტიანი შედეგის მიღწევას.”
“გუნდში ბევრი ტრავმა იყო, ბევრი ფეხბურთელები გადაიღალნენ. ამის გათვალისწინებით საქართველოს ნაკრებთან თამაში, თუნდაც საკუთარ მოედანზე, ძალიან რთულია.”
“თავები უნდა ავწიოთ და მომავალ შეხვედრებზე ვიფიქროთ,” – განაცხადა კოულმენმა.