კრიშტიანო რონალდუ სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
2 დეკემბერს მილანში იტალიის სერია A-ს 2019 წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.
წლის მთავარი ჯილდოს მფლობელი კრიშტიანო რონალდუ გახდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
“შევეცდები იტალიურად ვისაუბრო. მეამაყება, რომ იტალიაში საუკეთესო თავდამსხმელად მიმიჩნევენ. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს და მათ, ვინც ხმა მომცა. იტალიაში გატარებული ორი წლის შემდეგ, შემიძლია, ვთქვა, რომ სერია A ძალიან რთული ლიგაა. იმედია მაქვს, ამ ჯილდოს მომავალ წელსაც დავეუფლები”, – თქვა რონალდუმ პრიზის მიღების შემდეგ.
რაც შეეხება სხვა ნომინაციებს, ჯილდოები ასე გადანაწილდა:
საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდუ (“იუვენტუსი”)
საუკეთესო მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი (“ატალანტა”)
საუკეთესო მსაჯი: ჯანლუკა როკი
საუკეთესო გოლი: ფაბიო კვალიარელა (“ნაპოლის” წინააღმდეგ)
საუკეთესო გუნდი: “ატალანტა”
სეზონის სიმბოლური ნაკრები: სამირ ჰანდანოვიჩი; ალექსანდრ კოლაროვი, ჯორჯო კიელინი, კალიდუ კულიბალი, ჟოაო კანსელო; მირალემ პიანიჩი, იოზიპ ილიჩიჩი, ნიკოლო ბარელა; ფაბიო კვალიარელა, კრიშტიანო რონალდუ, დუვან ზაპატა.