კრიშტიანო რონალდუმ მორიგი რეკორდი დაამყარა

თარიღი: ივნისი 23, 2021

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში პორტუგალიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში 30-ე წუთზე კრიშტიანო რონალდუმ გახსნა.

ეს ისტორიული გოლია, რადგან რონალდუ პირველი ევროპელი ფეხბურთელი გახდა ისტორიაში, რომელმაც დიდ სანაკრებო ტურნირებზე (ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი) 20 გოლის გატანა შეძლო.

ფეხბურთელები, რომლებსაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ყველაზე მეტი გოლი აქვთ გატანილი:

1. კრიშტიანო რონალდუ – 20
2. მიროსლავ კლოზე – 19
3. გერდ მიულერი – 18
4. იურგენ კლინსმანი – 16
5. მიშელ პლატინი – 15

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები