კრიშტიანო რონალდუმ სერ ალექს ფერგიუსონი გაამხნევა
მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანო რონალდუმ ლეგენდარულ მწვრთნელს, სერ ალექს ფერგიუსონს ჯანმრთელად ყოფნა უსურვა.
როგორც იცით, ფერგიუსონი პარასკევს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა.
“მაგრად იყავი, ბოს!” – წერს რონალდუ Instagram-ში.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდუ “მანჩესტერ იუნაიტედში” სწორედ ფერგიუსონის მწვრთნელობის დროს ჩაირიცხა.