კრიშტიანო რონალდუს მორიგი სიგიჟე “იუვენტუსში”
იტალიურმა გუნდებმა სერია A-ს განახლებისათვის მზადება დაიწყეს. მორიგი სკუდეტოს მოსაგებად ემზადება “იუვენტუსი”, რომლის მთავარი კონკურენტიც ახლა “ლაციოა”.
“იუვენტუსის” ფეხბურთელები პანდემიის პერიოდში სახლებში ვარჯიშობდნენ, რათა ფორმა შეენარჩუნებინათ. ტურინელებმა გუნდური ვარჯიში უკვე განაახლეს.
ყველასათვის ცნობილია, რომ კრიშტიანო რონალდუ ბევრს ვარჯიშობს. “ტუტოსპორტის” ცნობით, სამშაბათს 35 წლის ფეხბურთელი “იუვენტუსის” ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე ოთხი საათრით ადრე მივიდა. სანამ ბაზაზე მისი თანაგუნდელები მივიდოდნენ, პორტუგალიელმა ინდივიდუალურად, საკუთარი სურვილით, ივარჯიშა.
კარანტინის დასრულების შემდეგ, “იუვენტუსის” მოთამაშეებმა ფიტნეს ტესტი გაიარეს, რათა მათი ფიზიკური მდგომარეობა შეეფასებინათ. აღმოჩნდა, რომ რონალდუ ვარჯიშის განახლებას იმაზე კარგ ფორმაში შეხვდა, ვიდრე ეს საჭირო იყო.