კრიშტიანო რონალდუს სანაძლეო თანაგუნდელთან
კატალონიის “ბარსელონა” შესანიშნავ სეზონს ატარებს და ამაში ლიონელ მესის დიდი წვლილია. არგენტინელმა კარგად დაწიყო სეზონი და უკვე 25 გოლი გაიატანა ლა ლიგაში. საგულისხმოა, რომ როცა მას 11 გოლი ჰქონდა შეგდებული, მის უშუალო მეტოქეს, კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე მხოლოდ ერთი გოლი იყო. ეს ძალიან კომიკურად ჩანდა, რადგან 2008 წლის შემდეგ პორტუგალიელს ასე ცუდად არასდროს დაუწყია.
ცოტა ხნის წინ, Radio MARCA-ს წამყვანმა, ხოსე რამონ დელ მორენამ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის ერთ-ერთ თანაგუნდელს დაენიძლავა, რომ ის ლიონელ მესის აუცილებლად გადაუსწრებდა და პიჩიჩის დაეუფლებოდა.
ახლა კი, პორტუგალიელმა ლა ლიგის ბოლო ტურში პოკერი შეასრულა და არგენტინელს მხოლოდ სამი ბურთით ჩამორჩება. მას შემდეგ რაც “ბლანკოსის” მოთამაშემ ნიძლავი დადო, 21 გოლი გაიტანა. იმავე პერიოდში მესიმ 13-ის შეგდება შეძლო.