კრიშტიანუ რონალდუ იტალიაში მოთამაშე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია
გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport სერია A-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების რეიტინგს აქვეყნებს, რომელსაც სათავეში ტურინის “იუვენტუსის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ უდგას.
პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი “ბებერი ქალბატონისგან” ხელფასის სახით 31 მილიონ ევროს იღებს წელიწადში. ეს მეტია სერია A-ს ოთხი კლუბის სახელფასო ბიუჯეტზე – “სპალი”, “უდინეზე” ( ორივე 30 მლნ. ევრო), “ბრეშია” (28 მილიონი) და “ვერონა” 25 მილიონი.
ასევე ცნობილი ხდება, რომ სერია A-ში მხოლოდ 12 ფეხბურთელი იღებს ხელფასის სახით 6 მილიონ ევროზე მეტს წელიწადში. რეიტინგში მეორე ადგილს “იუვენტუსის” ახალწვეული იკავებს – წელიწადში ჰოლანდიელი ფეხბურთელი 8 მილიონს იღებს (4 მილიონი ბონუსებზეა გაწერილი).
რეიტინგის პირველი 13 ფეხბურთელიდან ათი “იუვენტუსის” მოთამაშეა, ერთი “ინტერის” (რომელუ ლუკაკუ, 7, 5+1 მლნ.), ერთი “მილანის” (ჯანლუიჯი დონარუმა, 6 მლნ.) და ერთიც “ნაპოლის” (კალიდუ კულიბალი, 6 მლნ.)