კრიშტიანუ რონალდუ: “იუვენტუსს” ჩემი გული და სული მივუძღვენი”
“მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში დაბრუნებულმა კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის “იუვენტუსს” გამოსამშვიდობებელი წერილი მიუძღვნა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის “მანჩესტერ იუნაიტედში” ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ დადასტურდა.
“დღეს მე გასაოცარი, იტალიაში უდიდესი და ნამდვილად ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი დავტოვე. “იუვენტუსს” ჩემი გული და სული მივუძღვენი და ტურინი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მეყვარება.
“tiffosi bianconeri” ყოველთვის დიდ პატივს მცემდა და მე მათდამი პატივისცემის გამოხატვას ყოველ მატჩში, სეზონსა და ტურნირზე ბოლომდე ბრძოლით ვცდილობდი. საბოლოოდ, შეგვიძლია უკან გავიხედოთ და დავრწმუნდეთ, რომ დიდებულ მიზნებს მივაღწიეთ. შესაძლოა, ის არ იყო, რაც გვინდოდა, თუმცა ერთად ბევრ რამეს მივაღწიეთ.
“Juve, storia di un grande amore
Bianco che abbraccia il nero
Coro che si alza davvero
Juve per sempre sara…”
მე ყოველთვის ერთ-ერთი თქვენგანი ვიქნები. თქვენ ახლა ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ. იტალია, “იუვე”, ტურინი, “tiffosi bianconeri”, თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემ გულში,” – ვკითხულობთ რონალდუს გამოსამშვიდობებელ წერილში.