კრიშტიანუ რონალდუ: “იუვესთან” თავმდაბლობა არ გამოგვადგება – ჩვენი ხასიათი მალე უნდა გამოვავლინოთ!”
შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს “იუვენტუსი” და “რეალი” შეერკინებიან. კარდიფში გასამართი დაპირისპირების წინ, საკუთარი კლუბის არხთან ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუმ.
“ამ მატჩზე ვღელავ. უკვე ვცდილობ, მასზე ბევრი არ ვიფიქრო. დიდი თავდმდაბლობის გამოჩენა არ იქნება საჭირო. პირიქით, აუცილებელია, რაც შეიძლება, მალე ჩვენი ნამდვილი ხასიათი ვაჩვენოთ “იუვენტუსს”. მეტოქედ შესანიშნავი გუნდი გვყავს, თუმცა მას არაფრით ჩამოვუვარდებით. გრძნობა მაქვს, რომ ეს თამაში ჩვენთვის აღმოჩნდება წარმატებული და ისტორიას დავწერთ.”
“ფინალს ის იგებს, ვინც აგრესიულად თამაშობს და გოლები გააქვს. წარსულში ბევრს ვცდილობდით, ჩემპიონთა ლიგის თასი მოგვეპოვებინა. ახლა კი უნიკალური შესაძებლობა გვაქვს, ეს ზედიზედ ორჯერ გავაკეთოთ.”
“მთელი წლის მანძილზე ზიდანმა ყველა მოთამაშე გამოიყენა. ეს მისი ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო, რამაც აბსოლუტურად გაამართლა. რაც შემეხება მე, თავს წინა წლებზე უკეთ ვგრძნობ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ შაბათს ჩემს გუნდს დავეხმარო!” – განაცხადა კრიშტიანუმ.