კრიშტიანუ რონალდუ: “ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ”
მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატსა და პორტუგალიის ნაკრების ამბიციებზე ისაუბრა.
“ვიცით, რომ ფავორიტები არ ვართ, რეალისტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ფეხბურთში შეუძლებელი არაფერია. გპირდებით, რომ თითოეული ჩვენთაგანი მაქსიმუმს დადებს მოედანზე და ჩემპიონობაზე იფიქრებს.
ვფიქრობ, ყოველთვის შემდეგ მატჩზე უნდა ვფიქრობდეთ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივუყვეთ გეგმას. ჯგუფური ეტაპი წარმოუდგენლად რთული იქნება, ისევე როგორც პირველი მატჩი. დიდი ბრძოლა გველის წინ.
ვეცდებით ისევე ვიბრძოლოთ, როგორც ევრო-2016-ზე. იმედი მაქვს, რომ ამ წელსაც წარმატებით დავასრულებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს,” – აცხადებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი ისევე როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.