კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე რაულს გადაასწრო
ლონდონის “ტოტენჰემთან” ფრედ დასრულებული მატჩის წყალობით (1-1), მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე “თეთრების” ლეგენდის, რაულ გონსალესის შედეგის გაუმჯობესება შეძლო.
საქმე ისაა, რომ ეს 32 წლის ფეხბურთელისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული რიგით 143-ე მატჩი იყო. რაულის ანგარიშზე კი 142 შეხვედრაა. აღსანიშნავია ისიც, რომ რონალდუ ამ შედეგით მხოლოდ ხავი ერნანდესსა (151 მატჩი) და იკერ კასილასს (166) ჩამორჩება.
ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ “სამეფო კლუბის” ლიდერი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებაში ბრწყინვალედ გამოიყურება. ლიგაზე ჩატარებულ ბოლო რვა მატჩში მის ანგარიშზე 15 გატანილი გოლი იყრის თავს.