კრიშტიანუ საუკეთესოა, ლეო – სამეულს მიღმა (ვიდეო)
პოპულარულმა ინტერნეტ-გამოცემა Goal.com-მა 2016 წლის საუკეთესო 50 ფეხბურთელი დაასახელა. პორტალმა წელს საუკეთესოდ მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ მიიჩნია და მას სპეციალური ჯილდო გადასცა. მეორე ადგილზე “ბარსელონას” ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი გაამწესა, მესამე პოზიცია კი “ატლეტიკოს” ფრანგ შემტევ ანტუან გრიზმანს მიაკუთვნა.
Goal.com-ის თანახმად, 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელთა ათეული ასე გამოიყურება:
1. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია)
2. ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი)
3. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, საფრანგეთი)
4. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა)
5. გარეტ ბეილი (“რეალი”, უელსი)
6. ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია)
7. რიად მაჰრეზი (“ლესტერ სიტი”, ალჟირი)
8. რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი)
9. გონსალო იგუაინი (“იუვენტუსი”, არგენტინა)
10. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, შვედეთი)