კრიშტიანუ ცარიელ ტრიბუნებზე: “ძალიან მოსაწყენია, არ მომწონს”
ტურინის “იუვენტუსის” პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მსოფლიო ფეხბურთზე პანდემიის გავლენის შესახებ ისაუბრა.
“უნდა ვაღიარო, რომ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაში ძალიან მოსაწყენია, არ მომწონს. ჩვენ, ფეხბურთელები, პატივს ვცემთ პროტოკოლს და ჯანმრთელობას პირველ ადგილზე ვაყენებთ, მაგრამ ასეთ პირობებში თამაში საჩემო არ არის.
მაგრამ მაინც ვთამაშობ და ამას ვაკეთებ იმიტომ, რომ ფეხბურთი მიყვარს. ჩემი ოჯახის, მეგობრების, ფანებისა და შვილებისთვის ვთამაშობ, მაგრამ სიამოვნებას ვერ ვიღებ. ძალიან უცნაური სიტუაციაა.
მიყვარს ფანებით სავსე სტადიონი, როდესაც ყვირიან “ბუუუ!”, როდესაც ბურთით ვარ ჩემ სახელს სკანდირებენ.
დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება და სტადიონებზე კვლავ დაუშვებენ გულშემატკივრებს. ფანების გარეშე ფეხბურთი ხიბლს კარგავს,” – აცხადებს რონალდუ.