“კრისტალ პალასის” დირექტორი: “მზად ვარ, უილფრიდ ზაჰა ტოპ კლუბში გავუშვა”
“კრისტალ პალასის” დირქტორი, სტივ პერიში პრესასთან საუბრისას არ მალავს, რომ გუნდიდან უილფრიდ ზაჰას წასვლა გამორიცხული არ არის. ბოლო ინფორმაციით “არწივების” ხელმძღვანელობამ ზაჰას 70 მილიონ ფუნტად “ევერტონში” გადასვლაზე არ დასთანხმდა.
“ზაფხულში იყო შესაძლებლობები, თუმცა ზაჰა კლუბში დარჩა და ვფიქრობ, რომ ეს ყველასათვის უკეთესია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვერ დავუშვებდი ამ ნიჭიერი ბიჭის რისკის ქვეშ დაყენებას.
უკვე ათი წელია, რაც მის თამაშებს ყოველკვირეულად ვაკვირდები. 16 წლის იყო, როდესაც მან სადებიუტო მატჩში შეძლო გოლის გატანა. ასე რომ, ყევლაზე მეტად სწორედ მე მინდა და მზად ვარ, უილფრიდ ზაჰა ტოპ კლუბში გავუშვა.
იღბლიანები ვართ, რომ ზაჰა ჩვენი გუნდის წევრია. თუ ტოპ კლუბი ინტერესს გამოიჩენს და შესაფერისი ოდენობის თანხასაც თუ გადაიხდის, ჩვენ თანხმობას განვაცხადებთ ტრანსფერზე,” – აცხადებს “კრისტალ პალასის” დირექტორი.