“კრისტალ პალასის” ფანების მოთხოვნა: დასაჯეთ ბენტეკე და ჩამოაჭერით “ლივერპულს” ქულები
“კრისტალ პალასის” ფანებმა საკმაოდ ამბიციური პეტიცია შექმნეს, სადაც ისინი კრისტიან ბენტეკეს დასჯასა და “ლივერპულისთვის” ქულების ჩამოჭრას მოითხოვენ.
“არწივების” ფანებს მიაჩნიათ, რომ პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ მატჩში, რომელიც “პალასმა” შინ 1-2 წააგო, მატჩის არბიტრი კრისტიან ბენტეკეს სიმულაციას წამოეგო და პენალტი არასამართლიანად დანიშნა.
“2016 წლის 6 მარტს, “კრისტალ პალასსა” და “ლივერპულს” შორის გამართული მატჩის 94-ე წუთზე კრისტიან ბენტეკემ სიმულანტობის საშუალებით მოიპოვა პენალტი, რომელმაც “ლივერპულს” მატჩი მოაგებინა.
ინგლისური ფეხბურთის ასოციაციის ცნობით სიმულანტობა დანაშაულია. ჩვენ, “კრისტალ პალასის” ფანები მოვითხოვთ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ამ საკითხს განიხილავს. კრისტიან ბენტეკე რამოდენიმე მატჩიანი დისკვალიფიკაციით უნდა დაისაჯოს, “ლივერპულს” კი მინიმუმ 6 ქულა უნდა ჩამოაჭრან. ”
აღნიშნულ პეტიციას ამ დროისთვის 1 741 ადამიანი აწერს ხელს, განსახილველად კი 2 500 ხელმოწერაა საჭირო. თქვენც შეგიძლიათ მოაწეროთ ხელი – პეტიცია