“კრისტალ პალასმა”, შესაძლოა, ბენდტნერი იჯარით აიყვანოს
არაა გამორიცხული, დანიელი ფეხბურთელი კვლავ ლონდონში დაბრუნდეს.
მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერ ლიგაში ნიკლას ბენდტნერი ბოლოს “არსენალის” ღირსებას იცავდა. მას შემდეგ, რაც მის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა, “ვოლფსბურგში” გადავიდა. ბუნდელიგის მიმდინარე სეზონში მან მოედანზე მხოლოდ 297 წუთი გაატარა.
როგორც იცით, “კრისტალ პალასის” მთავარმა მწვრთნელმა ალან პარდიუმ, მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ახალი თავდამსხმელის შეძენის სურვილი გამოთქვა. აგრეთვე, აღიარა, რომ მის რადარზე კიდევ ერთი ყოფილი “მეთოფე”, ემანუელ ადებაიორია.
“ბენდტნერი გადმოსვლისთვის მზადაა, მაგრამ ჩვენ ისეთი ადამიანი გვჭირდება, რომელიც ცხრილის ზედა ნაწილში ასვლაში დაგვეხმარება. ის “დიდებული” მოთამაშე უნდა იყოს”, – აცხადებს ალან პარდიუ.
“კარგ სეზონს ვატარებთ, უბრალოდ ახლა უმნიშვნელო შეფერხება გვაქვს. აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ”, – დაასრულა ფრანგმა სპეციალისტმა.