კრისტიან ბენტეკე: “ლივერპული” კლოპის გამო არ დამიტოვებია”
“ლივერპულის” ყოფილი და “კრისტალ პალასის” მოქმედი თავდამსხმელი, კრისტიან ბენტეკე ირწმუნება, რომ “ენფილდი” იურგენ კლოპის გამო არ დაუტოვებია, რომელიც მას არც ისე დიდ სათამაშო დროს აძლევდა.
“არა მგონია, კლოპთან დაკავშირებით რამე პრობლემა მქონოდა. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. მას პირველად 2013 წელს შევხვდი, როდესაც “ბორუსია” ცდილობდა ჩემს გადაბირებას. მას მაშინაც მოსწონდა ჩემი თამაშის სტილი.
“ლივერპულში” გადასვლის შემდეგ კი ბრენდანთან შემექმნა ასეთივე ტიპის ურთიერთობა. თუმცა ის მალევე მოხსნეს, რამაც ჩემზეც იმოქმედა.
კლოპის მოსვლის შემდეგ, ძირითადის ფეხბურთელის სტატუსი დავკარგე. ეს არა კლოპის, არამედ სხვა ფეხბურთელების გამო მოხდა. შესაძლოა, პრობლემა ჩემს ფორმაში ყოფილიყო.”
შეგახსენებთ, რომ ის “ლივერპულს” 2015 წელს, “ასტონ ვილადან” შეუერთდა, მაგრამ ბრენდან როჯერსის მოხსნის შემდეგ ცუდად წაუვიდა საქმე და გადაწყვიტა, “არწივთა” რიგებში ჩაწერილიყო.